ღუმელი

8

ღუმელი _  აგურის, ქვის ან რკინის მოწყობილობა, რომელიც ხურდება რაიმე საწვავით ან დენით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სითბო“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(სითბოს, სინათლის) გავრცელება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღუზა

7

ღუზა _  გრძელ ჯაჭვზე მობმული რკინის კავებიანი ღერო, რომელიც ზღვის ან მდინარის ფსკერზე ჩაშვებისას კავებით ნიადაგს ეჭიდება და გემს ერთ ადგილას აჩერებს

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართული მარცხენა საჩვენებელი თითი ეხება მარჯვენა საჩვენებელი თითის სახსარს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღრუბელი

6

ღრუბელი   _  წყლის შესქელებული ორთქლი, ჰაერში დაგროვილი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღრმა

5

ღრმა   _ ზედაპირიდან ფსკერამდე დიდი მანძილის შემცველი, სიღრმის მქონე

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული  თითებით მიმართულია მარჯვნივ, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღვინო

4

ღვინო  _  ყურძნის ნაწური, თავისით დადუღებული, მათრობელა სასმელი

 

ერთხელიანი,  დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია  ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, ყელს ეხება საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

ღვედი

3

ღვედი  _   მანქანაში მხარზე გადასაჭერი თასმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „მანქანა“ _ მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თასმა“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს მარცხენა მკერდის ზემოთ, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღაბაბი

2

ღაბაბი _   სიმსუქნისაგან წარმოქმნილი ნიკაპქვეშ ჩამონაზარდი

 

ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარცხნივ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ღორმუცელა

10

ღორმუცელა   _ გაუმაძღარი, მსუნაგი, ბევრის მჭამელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღორი“ _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „მუცელი“ _ სხეულისკენ მიმართულია მუცლის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მორაობა წინ და უკან და ხელი ეხება მუცელს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მუცლის დონეზე.

კატეგორია:

ღორი

9

ღორი  _ წყვილჩლიქიანი, მოკლეფეხებიანი და დინგიანი ძუძუმწოვარი ცხოველი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ღონისძიება

8

ღონისძიება  _  ამა თუ იმ მიზნისთვის საჭირო მოქმედება, აქტივობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელი თითების რხევით ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმატრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღესასწაული“  _ სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება შუა თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია და ერთმანეთისკენ მიმართული, ხელები ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ღონიერი

7

ღონიერი  _ დიდი ღონის მქონე, ძლიერი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

ღონე

6

ღონე _  ცოცხალი ორგანიზმის ფიზიკური ძალა, ენერგია

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ქვევით და ორგან ეხება იდაყვში მოხრილ მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ღომი

5

ღომი  _ სიმინდის ღერღილისგან დამზადებული სქელი ფაფის მსგავსი საჭმელი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღობე

4

ღობე  _  წნელით მოწნული, მწკრივად ჩარჭობილი სარებით ან  ფიცრებით შემოვლებული ზღუდე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ღმერთი

3

ღმერთი  _ უფალი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართული ხელისგულით სხეულისკენ მოძრაობს და ბოლო ფაზაში შუბლზე მიდებულია ხელი. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

კატეგორია: