ღიპი

ღიპი  _ დიდი გამობერილი მუცელი   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს მკერდს ქვემოთ, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ქვევით.

Categories

ღილი

ღილი  _ ძვლის, ლითონის ან სხვა მასალის სხვადასხვა ფორმის ფირფიტა სამოსლის შესაკრავად ან მოსართავად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ღვიძლი

ღვიძლი  _ შინაგანი სეკრეციის ორგანო, რომელიც მონაწილეობს სისხლის მომოქცევაში   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ქვევით.

Categories

ღვთისმშობელი

ღვთისმშობელი  _  იესო ქრისტეს დედა, მარიამი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედა“ _  მარცხნივ მიმართულია მარცხენა ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით ეხება მარჯვენა ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თოთო ბავშვი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, იდაყვებში მოხრილია გაშლილი და ფალანგებში … Read more

Categories

ღებვა

ღებვა   _     კედლის, იატაკის, ღობის, სახლის, ნახატის საღებავით ფერის ცვლა, გაფერადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საღებავი“ _ მარჯვნივ და სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და … Read more

Categories

ღებვა

ღებვა  _  თმის, კვერცხის, ტანსაცმლის საღებავით ფერის ცვლა, გაფერადება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საღებავი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია … Read more

Categories

ღარიბი

ღარიბი  _  მცირე ქონების პატრონი, ხელმოკლე, უქონელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, ბოლო ფაზაში ორივე ხელის თითები გაშლილია, ცერები _ ჩაკეცილი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ღამურა

ღამურა  _  პატარა მფრინავი ძუძუმწოვარა ცხოველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღამურა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები ადევს მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

ღამე

ღამე  _   დრო მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ღალატი

ღალატი  _   მეუღლის ღალატი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ მიმართულია ზევით განთავსებული  მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ღალატი

ღალატი  _   გამცემლობა, ვერაგობა, ორგულობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ნეკით. ხელი ეხება ცხვირს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ღაბაბი

ღაბაბი    სიმსუქნისაგან წარმოქმნილი ნიკაპქვეშ ჩამონაზარდი    ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

გერბი

ღერბი  –  1. ახელმწიფოს ან საგვარეულოს სიმბოლიკა; 2. ოფიციალური ორგანიზაციის ან რამე იურიდიული პირის სიმბოლური ფორმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახელწიფო“ – გაშლილი და ზემოთ აღმართული საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, მოხრილია შუა თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარჯვნივ მიმართულია  მარცხენა ხელისგული გაშლილი და … Read more

Categories