ღამურა

5

ღამურა  _  პატარა მფრინავი ძუძუმწოვარა ცხოველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღამურა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები ადევს მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ ქვევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.