გედი

3

გედი    ყელმაღალი  ბატისებრი გარეული ფრინველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახისა დონეზე.