გემოვნება – 1. გემოს შეგრძნების უნარი; 2. ესთეტიკური განცდის უნარი, სილამაზის, მშვენიერების გრძნობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გემო“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული ფორმა – ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.