გეგმა

2

გეგმა    1. ნახაზი, რომელიც გამოხატავს რაიმე საგანს; 2.ღონისძიებათა, მოქმედებათა წინასწარ შემუშავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა შესრულების წესს, თანამიმდევრობას, ვადებს

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.