გახუნება

გახუნება  – ფერის დაკარგვა, ფერის წახდენა, გაუფერულება, გაბაცება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი: „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზემოდან ქვემოთ რკალურ მოძრაობას ასრულებს სახის დონეზე და ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღია“ /„ნათელი“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი … Read more

Categories

გახუმრება

გახუმრება –  სახუმარო რაიმეს თქმა ან ჩადენა, ხუმრობით მიმართვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხუმრობა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითების რხევით, ცერი ეხება ცხვირის წვერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ – ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

გახსნა

გახსნა     –    შეკრულის, გაკვანძულის გაშლა,  გამოხსნა – გაჭრით გახსნა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვნივ მიმართულია გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდაა გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და გაშლილი თითები ერთმანეთს ეკვრის. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის … Read more

Categories

გახსნა

გახსნა  – შეკრულის, გაკვანძულის გაშლა,  გამოხსნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გახმაურება

გახმაურება – 1.ხმის გამოცემა, ხმაურის დაწყება; 2. გამომჟღავნება, გავრცელება (რაიმე ამბისა…)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება წინ მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გახვრეტა

გახვრეტა –  რამეზე ხვრელის  დასმა, ნახვრეტის გაკეთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ წაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გახეხვა

გახეხვა  – 1. ხეხვით ზედაპირის გაცლა,  გასუფთავება, გაწმენდა-გაპრიალება; 2. წვრილად დანამცეცება-დაქუცმაცება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელისგულია გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გახედვა

გახედვა – შიგნიდან გარეთ (აქედან იქით) თვალის მიპყრობა, შეხედვა.   ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, ხელისგული სახისკენაა მიმართული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით ხელი წინ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში ხელისგული წინაა მიმართული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

გახდომა

გახდომა  –  სიმსუქნის მოკლება, ხორცის დაყრა, დამჭლევება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გახდა

გახდა  –   ჩაცმული რაიმეს მოშორება, მოცილება, გაძრობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გახაზვა

გახაზვა –   ხაზის გასმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევით მიმართულია იდაყვში მოხრილი მარცხენა ხელისგული, მარცხენა იდაყვის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაჭყლეტა

გაჭყლეტა  – გასრესა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზემოთ მიმართული ხელისგულები გაშლილი თითების წვერებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აღმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

გაჭუჭყიანება

გაჭუჭყიანება  –  გასვრა, გაბინძურება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით ერთმანეთის მიმართულებით, ხელისგულები ეხება ერთმანეთს, ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაქირავება

გაქირავება  –  რამე ქონების ქირით გაცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაჭიანურება

გაჭიანურება  – დაყოვნება, გაწელვა, გაგრძელება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories