გახუნება

9

გაუნება  ფერის დაკარგვა, ფერის წახდენა, გაუფერულება, გაბაცება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი: „ფერი“ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზემოდან ქვემოთ რკალურ მოძრაობას ასრულებს სახის დონეზე და ეხება ტუჩებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღია“ /„ნათელი“ ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მხრების დონეზე.