გაჯი

10

გაჯი    შიდა კედლების გასალესი მიწის მასალა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა  მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით მიმართულია მარცხნივ, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ცერი მსუბუქად ეხება ზედა ტუჩს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ლესვა“   მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხენა ხელი ეხება მარჯვენას და ასრულებს განმეორებად, წრიულ მოძრაობას. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.