გაჭედვა

გაჭედვა  –   მჭიდროდ ჩასმა, ჩარჭობა, გაჩრა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ერთმანეთს ეხება მჭიდროდ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ურთიერთსაპირისპირო მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაჭაღარავება

გაჭაღარავება  –  თმის გათეთრება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“  – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, … Read more

Categories

გაწყობა

გაწყობა  –  გაშლა, დაგება, გასწორება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაწყვეტა

გაწყვეტა  – გაგლეჯა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა – მარცხნივ,  ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წარმოქმნის ჯაჭვის ფორმას, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და თითები იშლება ბოლო ფაზაში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაწმენდა

გაწმენდა  –  ჭუჭყის, მტვრის მოცილება, გასუფთავება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა მკლავს, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაწითლებული

გაწითლებული  –  წითლად შეღებილი, სიწითლემოდებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“–სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ზევით. … Read more

Categories

გაწითლება

გაწითლება –  წითლად შეღებვა, წითლად გახდომა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ასრულებს მოძრაობას ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გაწვრთნა

გაწვრთნა –  სისტემატური ზემოქმედებით რაიმე ჩვევების გამომუშავება, გაწაფვა, დახელოვნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

გაწვალება

გაწვალება  –  ტანჯვა, წამება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაწაფვა

გაწაფვა   –  ხელის გაჩვევა, დაოსტატება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „აზრი“ /“გონება“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება შებლს საფეთქელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესწავლა-გაგება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით გადადგილდება და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით … Read more

Categories

გაწამება

გაწამება  –   დატანჯვა, გაწვალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითები მონაცვლეობით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაძღოლა

გაძღოლა  –     წინ სვლა და გზის ჩვენება, ხელმძღვანელობა, თაოსნობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ორივე ხელი მარცხნივ მოძრაობს სინქრონულად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

გაძლიერება

გაძლიერება  –  ძლიერად გახდომა, ძალის შემატება, გაღონიერება, გამძლავრება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ძალა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება და საჩვენებელი თითით ორგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“  – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და … Read more

Categories

გაძარცვა

გაძარცვა  –  ვინმესთვის რაიმეს წართმევა ძალადობით, თავდასხმით; საიდანმე რაიმეს მოტაცება, გაყვლეფა, წაგლეჯა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ავაზაკი“ – ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელი სინქრონულად წინ მიემართება რკალური ტრაექტორიით;ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ – … Read more

Categories

გაცრა

გაცრა    –   საცერში გატარება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით და  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories