გაცოცხლება

გაცოცხლება  –  სიცოცხლის დაბრუნება; ცოცხლად გახდომა, აყვავება, გამოღვიძება, გამოცოცხლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცოცხლე“ / „ცხოვრება“ –  ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები  სხეულს ეხება წელის არეში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი … Read more

Categories

გაცნობა

გაცნობა  _  1. ნაცნობობის მიზნით უცნობთან წარდგომა, ნაცნობად გახდომა, ნაცნობად ქცევა; 2. სიტუაციაში გარკვევა, შესწავლა, ცნობების მიღება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, იმავე კონფიგურაციით ზევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით _ მარცხენა ხელისგულისკენ, ბოლო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით … Read more

Categories

გაცინება

  გაცინება  –  სიცილის გამოწვევა, სიცილის მოგვრა, სიცილის ატეხა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი გაშლილი თითებით ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გაცილება

გაცილება  –  1. მოშორება, მოცილება რაიმესგან 2. წამსვლელის გაყოლა გარკვეულ ადგილამდე; მიმავალთან,  წამსვლელთან გამომშვიდობება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ეხება მის წინ განთავსებულ მარცხენას, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გაციება

გაციება –  ავად გახდომა გაციებით – სასუნთქი მილის ლორწოვანი გარსის ანთებით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ, ხელები ეხება სხეულს წელის არეში. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories

გაცვლა

გაცვლა    ერთის ნაცვლად მეორე რაიმეს მიღება ან მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები ერთმანეთზეა მიდებული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, გაშლილი თითებით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

გაცვლა

გაცვლა –   ერთის ნაცვლად მეორე რაიმეს მიღება ან მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები ერთმანეთზეა მიდებული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, გაშლილი თითებით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაცვეთა

გაცვეთა   –   გაცრეცა, გაქუცვა, გალევა, ხმარებით დახევა; ხმარებით გაფუჭება (ტანსაცმლის)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ – ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი „ცვეთა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს … Read more

Categories

გაცვეთა

გაცვეთა   –   გაცრეცა, გაქუცვა, გალევა, ხმარებით დახევა; ხმარებით გაფუჭება, დაბლაგვება (საბურავის)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი და შეტყუპებული თითებით ქვევითააა მიმართული, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – ხელისგულები  … Read more

Categories

გამცემა

გამცემა    ღალატი, დამბეზღება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი  გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამყიდველი“ –  ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, … Read more

Categories

გაცემა

გაცემა  –   ბრძანების მიცემა, გაღება, დარიგება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრძანება“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი  თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაცემა“ / „მიცემა“–  ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი … Read more

Categories

გაცემა

გაცემა   –    მიცემა, გაღება, დარიგება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაჩხრეკა

გაჩხრეკა  –   რაიმეს გასინჯვა, დათვალიერება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

გაჩუმება

გაჩუმება – ლაპარაკის (ხმაურის, ტირილის, სიმღერის…) შეწყვეტა, ხმის გაკმენდა, დადუმება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „პირი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა … Read more

Categories

გაჩეხვა

გაჩეხვა  – მოჭრა, გაკაფვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories