გაცვეთა

10

გაცვეთა      გაცრეცა, გაქუცვა, გალევა, ხმარებით დახევა; ხმარებით გაფუჭება (ტანსაცმლის)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი „ცვეთა“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.