გაცვეთა

9

გაცვეთა   –   გაცრეცა, გაქუცვა, გალევა, ხმარებით დახევა; ხმარებით გაფუჭება, დაბლაგვება (საბურავის)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი და შეტყუპებული თითებით ქვევითააა მიმართული, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – ხელისგულები  გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.