გაცოცხლება

7

გაცოცხლება  –  სიცოცხლის დაბრუნება; ცოცხლად გახდომა, აყვავება, გამოღვიძება, გამოცოცხლება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცოცხლე“ / „ცხოვრება“ –  ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები  სხეულს ეხება წელის არეში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით  სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.