გაძარცვა

9

გაძარცვა   ვინმესთვის რაიმეს წართმევა ძალადობით, თავდასხმით; საიდანმე რაიმეს მოტაცება, გაყვლეფა, წაგლეჯა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ავაზაკი“ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელი სინქრონულად წინ მიემართება რკალური ტრაექტორიით;ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითააა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.