გაძლიერება

10

გაძლიერება   ძლიერად გახდომა, ძალის შემატება, გაღონიერება, გამძლავრება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ძალა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება და საჩვენებელი თითით ორგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“  ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი  თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.