აგიტატორი

აგიტატორი _ პირი, ვინც აგიტაციას ეწევა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აგიტაცია“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორჯერ სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

აგზნება

აგზნება  _  ძლიერი გრძნობით გამსჭვალვა, აღელვება (პოზიტიური ფორმა)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აგვისტო

აგვისტო  _ კალენდარული წლის მერვე თვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი გამოხატავს თვის დასახელების პირველ ასოს,  ა-დაქტილი მოძრაობს აქეთ-იქით მხრების დონეზე.  

Categories

აგერ

აგერ  _ მიუთითებს მოლაპარაკესთან ახლოს მყოფ საგანზე ან ადგილზე   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია გაშლილი ხელისგული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

აგენტი

აგენტი  _ პირი, რომელიც დაწესებულების დავალებას ასრულებს ან მისი წარმომადგენელია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, მუშტად შეკრული ხელი გაშლილი ცერით მარჯვნიდან მარცხნივ გადაადგილდება პირთან და ქვევით ეშვება ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი … Read more

Categories

აგება

აგება  _ აშენება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ერთად შეტყუპებული და სწორად მოხრილია ოთხი თითი, საჩვენებელი თითი ეხება ცერს, სრულდება ზევით მიმართული სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

აგარაკი

აგარაკი  _  დასასვენებელი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი ჟესტი „ჰაერი“ _ გაშლილი ხელისგულები ზევითაა მიმართული,  სრულდება რკალური ტრაექტორიის  განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _  გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და … Read more

Categories

აბჯარი

აბჯარი _  იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რკინა“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელის კონფიგურაციაა გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელის თითებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

აბუჩად აგდება

აბუჩად აგდება  _  დაცინვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება გამეორებითი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აბსოლუტური

აბსოლუტური  _ სრული, თავისთავადი, რაც არაფერზე არ არის დამოკიდებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი და ცერი თითებით იკვრება წრეები, დანარჩენი თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

აბრეშუმი

აბრეშუმი  _  აბრეშუმის ჭიის პარკისაგან ამოხვეული ძაფი     ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი,  ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ _ მარჯვენა ხელისგული  მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება, მუშტებად შეკრულია თითები და ცერზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები, მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება მარცხენას გასწვრივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სრიალა“ / „თხელი“  … Read more

Categories

აბრა

  აბრა   _   დაფა დაწესებულების სახელწოდების წარწერით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა  _  მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული იმავე კონფიგურაციით, სრულდება … Read more

Categories

აბონენტი

აბონენტი   _   აბონემენტის მქონე პირი   პირველ ნაწილში მოცემულია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადახდა“ _ ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილი თითებით და ზემოთ აწეული ცერით მარჯვენა ხელი ზემოდან ედება გაშლილ მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ბოლო ფაზაში ერთმანეთს ეხება; მეორე ნაწილში წარმოდგენილია სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერითა და საჩვენებელი თითით … Read more

Categories

აბმა /ააბამს

აბმა /ააბამს   _    რისიმე ასხმა ძაფზე, ან რამეზე აცმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია პირველ პოზიციაში, მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და გამოსახულია წრე, ბოლო ფაზაში ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით იკვრება ჯაჭვის ფორმით ერთმანეთზე … Read more

Categories

აბლაბუდა

  აბლაბუდა   _   ობობას ქსელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ოთხი თითი და მოკეცილია ცერი, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები იმავე მდგომარეობაში ზედ ედება მარცხენა ხელის თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories