აგენტი

1.4

აგენტი  _ პირი, რომელიც დაწესებულების დავალებას ასრულებს ან მისი წარმომადგენელია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, მუშტად შეკრული ხელი გაშლილი ცერით მარჯვნიდან მარცხნივ გადაადგილდება პირთან და ქვევით ეშვება ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.