ალუბალი

ალუბალი _ დაბალი, თეთრყვავილიანი ხის  წითელი ფერის კურკოვანი ხილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზე მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ჟესტის მეორე ნაწილია  ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ყურთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებლი და შუა თითი, დანარჩენი … Read more

Categories

ალოე

ალოე  _   მრავალწლოვანი ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარე მოგრძო კიდე-ეკლიანი მსხვილი ფოთლებით, იყენებენ მედიცინაში     ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა  მიმართული, მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებლი თითები კრავს ოვალურ წრეს და ეხება იმავე კონფიგურაციის მარცხენა ხელის თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ცერი და … Read more

Categories

ალმასი

ალმასი  _  ძვირფასი გამჭვირვალე ქვა, ბრილიანტი   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“  _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ საჩვენებელი თითია  გაშლილი და … Read more

Categories

ალკოჰოლი

ალკოჰოლი  _  სასმელების სპირტიანობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სპირტი“  _ ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია გულზე დაკრეფილი ხელები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, … Read more

Categories

ალიყური

ალიყური _ სილა, სილის გაარტყმა‚ სილის გაწვნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყური“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს ყურთან, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის … Read more

Categories

ალისფერი

ალისფერი  _  ვარდისფერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ალი“ _ ნეკი და ცერი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, სხეულის პარალელურად სრულდება განმეორებადი, ჰორიზონატალური მოძრაობა;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი: “ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზევიდან ქვევით რკალური ტრაექტორიის მოძრაობას ასრულებს სახის დონეზე.  … Read more

Categories

ალიონი

ალიონი  _   განთიადი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დილა“  _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება სახეს და ზევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ნათელი“  _  ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და … Read more

Categories

ალიმენტი

ალიმენტი  _  ხარჯი‚ რომელსაც ოჯახის ერთი წევრი კანონის ძალით უხდის სხვა წევრებს, რომელთა რჩენაც მას ევალება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი და საჩვენებელი თითებით გამოსახული ღია, ოვალური წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა პასიური ხელისგული ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში მარჯვენა  ცერი და საჩვენებელი თითების წვერები … Read more

Categories

ალილო

ალილო  _ შობის წინა ღამეს მოსალოცად კარდაკარ სიარული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქრისტე“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია მარცხენა ხელის თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია და ზევით აღმართული, მარცხენა შუა თითი ეხება მარჯვენა ხელისგულს, სრულდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობა და მომდევნო ფაზაში მარჯვენა შუა თითი … Read more

Categories

ალიაქოთი

ალიაქოთი  _   აურზაური‚ არევ-დარევა‚ ხმაური‚ შფოთი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ ვერტიკალურად მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ალი

ალი   _   ცეცხლის მნათი ნაწილი‚ რომელიც ცეცხლმოდებული საგნის თავზე ჩანს‚ ცეცხლის ენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ნეკი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

ალვა

ალვა  _  მაღალი, უნაყოფო ხე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“  _  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელი თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მსხვილი“  _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული C კონფიგურაციით  … Read more

Categories

ალერსი

ალერსი  _  მოფერება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, მარჯვენა დომინანტი ხელი თითებით ეხება (და ეფერება) მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე,  

Categories

ალერგია

ალერგია  _  ორგანიზმის უარყოფითი რეაქცია რამეზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა დომინანტი ხელი ფალანგებში მოხრილი თითებით ეხება (და ფხანს) მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ალილუია

ალილუია _  „აქებდეთ ღმერთსა“ მღვდელმსახურებაში სხვადასხვა ლოცვის ბოლოს მისამღერი სიტყვა.   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიხარული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ზევით აწეული ცერებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაღლება“ _ გაშლილი ხელისგულები ზევითაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories