ალიმენტი

alimenti

ალიმენტი  _  ხარჯი‚ რომელსაც ოჯახის ერთი წევრი კანონის ძალით უხდის სხვა წევრებს, რომელთა რჩენაც მას ევალება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი და საჩვენებელი თითებით გამოსახული ღია, ოვალური წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა პასიური ხელისგული ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში მარჯვენა  ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება და ხელი ამ თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.