ალილო

alilo

ალილო  _ შობის წინა ღამეს მოსალოცად კარდაკარ სიარული

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქრისტე“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია მარცხენა ხელის თითები და ქვევით ჩაწეულია შუა თითი, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია და ზევით აღმართული, მარცხენა შუა თითი ეხება მარჯვენა ხელისგულს,

სრულდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობა და მომდევნო ფაზაში მარჯვენა შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბადება“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია ოდნავ ქვევით დახრილი ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, წელის დონეზე სრულდება რკალისებური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევიდან ზევით;  ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმღერა“ _ ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და წელის დონეზე.