ალისფერი _ ვარდისფერი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ალი“ _ ნეკი და ცერი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, სხეულის პარალელურად სრულდება განმეორებადი, ჰორიზონატალური მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი: “ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზევიდან ქვევით რკალური ტრაექტორიის მოძრაობას ასრულებს სახის დონეზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.