ალიყური

aliyuri

ალიყური _ სილა, სილის გაარტყმა‚ სილის გაწვნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყური“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს ყურთან, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.