ალკოჰოლი

alkoholi

ალკოჰოლი  _  სასმელების სპირტიანობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სპირტი“  _ ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია გულზე დაკრეფილი ხელები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.