ალმასი

almasi

ალმასი  _  ძვირფასი გამჭვირვალე ქვა, ბრილიანტი

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“  _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ საჩვენებელი თითია  გაშლილი და თვალთან მიდებული; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვალება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მაჯის განმეორებადი ბრუნვადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.