ალოე

aloe

ალოე  _   მრავალწლოვანი ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარე მოგრძო კიდე-ეკლიანი მსხვილი ფოთლებით, იყენებენ მედიცინაში

 

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა  მიმართული, მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებლი თითები კრავს ოვალურ წრეს და ეხება იმავე კონფიგურაციის მარცხენა ხელის თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებლი თითი მოხრილია და ღია წრეს წარმოქმნის. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.