ალილუია

aliluia

ალილუია _  „აქებდეთ ღმერთსა“ მღვდელმსახურებაში სხვადასხვა ლოცვის ბოლოს მისამღერი სიტყვა.

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიხარული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ზევით აწეული ცერებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაღლება“ _ გაშლილი ხელისგულები ზევითაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.