ალეგორია

alegoria

ალეგორია  _   აზრის ქარაგმულად გამოხატვა

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარმოსახვა“ _ წინ  მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობება;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამომდინარე“  _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი საჩვენებელი თითით, ხელი ქვევით მიემართება რკალური ტრაექტორიით და მარცხენა ხელის ქვემოდან გამოტარებით ზევით ამოდის, მარცხენა ხელისგული ქვევითაა მიმართული ოდნავ მოხრილი თითებით, ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.