ხლეჩვა

ხლეჩვა _ გასკდომა, გაპობა, გახლეჩვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ და მარცხნივ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხინკალი

ხინკალი _ პურის ცომში გახვეული და მოხარშული დაკეპილი ხორცი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხილული

ხილული  _  რის დანახვაც შეიძლება,  მხედველობისათვის, თვალისათვის მისაწვდომი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოცხადება“ / „ვიზუალობა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია … Read more

Categories

ხილი

ხილი _ ზოგიერთი მცენარის ტკბილი და წვნიანი საჭმელად ვარგისი ნაყოფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _  მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული ცერი ეხება ყელს მარცხნივ, შემდეგ ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ და ეხება ყელს მარჯვენა მხარეს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია … Read more

Categories

ხიზილალა

ხიზილალა   _     თევზის ქვირითი, საჭმელად გამზადებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მარჯვენა ხელით სრულდება სპირალური  ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხიდი

ხიდი _  ნაგებობა მდინარეზე ან სხვა რამეზე ზევიდან გადასასვლელად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება ერთმანეთისკენ მიმართული შუა და არათითის წვერებს, ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, ხელები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. … Read more

Categories

ხვნა

ხვნა  _   მიწის დამუშავება გუთნით ან სხვა იარაღით, მოხვნა, მიწის გაფხვიერება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხვეწნა

ხვეწნა  _  დაბეჯითებული თხოვნა, მუდარა, ვედრება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.  

Categories

ხველება

ხველება  _  ხველა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება ყელს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.  

Categories

ხვევნა

ხვევნა   _  გადახვევა, ალერსი, ჩახუტება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ზევით მიმართული ურთიერთსაპირისპირო, სინქრონული მოძრაობა და ბოლო ფაზაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებული, მუშტებად შეკრული ხელები ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხვედრი

ხვედრი  _   განგება, სვე, წერა, ბედი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელი მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით შუბლზე ჯვარს გამოისახავენ. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

ხვალ

ხვალ _  დღევანდლის მომდევნო დღეს, დღეის შემდეგ დღეს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნით მიმართულია ხელისგული, გაშლილი ცერი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ხერხემალი

ხერხემალი  _ ჩონჩხის მთავარი ნაწილი, მალებისაგან ასხმული ძვლოვანი ღერძი, რომელშიაც მოთავსებულია ზურგის ტვინი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ბეჭი“ / „ზურგი“  _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და ხელი ეხება მარჯვენა ბეჭს; ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მალა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით … Read more

Categories

ხელცარიელი

ხელცარიელი  _ ვისაც ხელები ცარიელი აქვს, ხელში არაფერი უჭირავს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხელშკრულება

ხელშკრულება  _ ორ ან რამდენიმე მხარეს შორის დადებული შეთანხმება, პირობა, ურთიერთვალდებულება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories