ხიდი

1

ხიდი _  ნაგებობა მდინარეზე ან სხვა რამეზე ზევიდან გადასასვლელად

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება ერთმანეთისკენ მიმართული შუა და არათითის წვერებს, ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, ხელები ერთმანეთთან ახლოსაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.