ხილი

3

ხილი _ ზოგიერთი მცენარის ტკბილი და წვნიანი საჭმელად ვარგისი ნაყოფი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _  მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული ცერი ეხება ყელს მარცხნივ, შემდეგ ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ და ეხება ყელს მარჯვენა მხარეს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.