ხუმრობა

ხუმრობა  _  ენამახვილობა მსმენელთა გასამხიარულებლად, ოხუნჯობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასხარა“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება ცხვირის წვერს, დანარჩენი თითები ირხევა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზევით მიმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories

ხუთშაბათი

ხუთშაბათი  _  კვირის მეოთხე დღის სახელწოდება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარხცნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ხუთი

ხუთი  _    რიცხვი 5, ორი და სამი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ხროვა

ხროვა  _  მტაცებელ ცხოველთა გუნდი, ერთად თავმოყრილი ცხოველები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი  თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი  თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, შემდეგ ფაზაში წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

ხრამი

ხრამი  _ კლდიანი ღრმა ხევი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის წრიული მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ხოცვა

ხოცვა _  ბევრის მოკვლა, სიცოცხლის მოსპობა, შეწყვეტა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხოტბა

ხოტბა  _    ქება-დიდება, შექება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ხორცი

ხორცი _  დაკლული ცხოველის ან ფრინველის სხეული, რომელსაც საჭმელად იყენებენ   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ხორბალი

ხორბალი _ მარცვლოვანთა ოჯახის უმთავრესი პურეული მცენარე, რისგანაც აცხობენ პურს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პური“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარცვალი“ – ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი საჩვენებელი თითის წვერს, … Read more

Categories

ხომალდი

ხომალდი    _    დიდი საზღვაო გემი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი და წინ მიმართული თითებით ზევით მიმართულია ხელისგულები, თითების წვერებით ხელები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება სხეულისკენ მიმართული, განსვლითი მოძრაობა, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ხმელი

ხმელი _     სისველეს მოკლებული, მშრალი, გამხმარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ცხვირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამხმარი“ / „მშრალი“ – მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი … Read more

Categories

ხმელეთი

ხმელეთი  _  მიწა, მშრალი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელს გაშლილი თითებით უჭირავს გაშლილი  მარცხენა ნეკი, მარცხენა ხელის დანარჩენი თითები  შეკრულია მუშტად, ხელები მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინდორი“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული  ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. … Read more

Categories

ხმაური

ხმაური _  არეულ-დარეული, შეუწყობელი ხმები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სახის დონეზე ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ხმარება

ხმარება    _   გამოყენება, რამეთი სარგებლობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ და ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და ამ თითებით ხელი ეხება მარცხენა არათითს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხმა

ხმა _  ყურით აღსაქმელი ტალღისებრი რხევა ჰაერისა, ბგერა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი საჩვენებელი თითით ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories