ხროვა _ მტაცებელ ცხოველთა გუნდი, ერთად თავმოყრილი ცხოველები
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია
მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, შემდეგ ფაზაში წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.