ხუმრობა _ ენამახვილობა მსმენელთა გასამხიარულებლად, ოხუნჯობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასხარა“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება ცხვირის წვერს, დანარჩენი თითები ირხევა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზევით მიმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.