ვერასდროს

7

ვერასდროს  რაც ვერასოდეს, ვერც ერთ დროს, არასოდეს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “არასოდეს“ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვერავინ

6

ვერავინ   ვერც ერთი ვინმე, ვერც ერთი ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ ორჯერ. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვერაგი

5

ვერაგი  მზაკვარი, მუხანათი, მუხთალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მუხანათობა“ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მიჩქმალვა“ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტს თან ახლავს სათანადო მიმიკა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვერა

4

ვერა   უარყოფის სიტყვა, აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ მოქმედების შესრულება შეუძლებელია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „არა“ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვერ

3

ვერ   უარყოფითი ნაწილაკი; იხმარება ზმნასთან და აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ მოქმედების შესრულება შეუძლებელია 

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ვენტილაცია

2

ვენტილაცია   დახურული სადგომის ჰაერის გაწმენდა-განახლება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამინდი“ ხელისგულები  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამწოვი“ წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა უკან, სხეულისკენ, ბოლო ფაზაში თითები მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ვენტილატორი

1

ვენტილატორი  მბრუნავ-ფრთებიანი მოწყობილობა, რომელიც დახურულ სადგომში აახლებს, წმენდს ჰაერს ან აძლიერებს მის მოძრაობას

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი ცერი ეხება მარჯვენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვენახი

10

ვენახი  ვაზის ბაღი, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც გაშენებულია ვაზი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურძენი“ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ორივე ხელზე ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი პირისკენ მოძრაობს, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს სცილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყობა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ველური

9

ველური   გარეული, მოუშინაურებელი, ტყიური, პირველყოფილი, პრიმიტიული;  არაცივილიზებული. მხეცური, ბარბაროსული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ველოსიპედი

8

ველოსიპედი   ორთვლიანი (იშვიათად სამთვლიანი) მგორავი მოწყობილობა, რომელზე მჯდომიც ფეხებით აწვება საგანგებო პედალებს და ამით მოძრაობაში მოჰყავს ბორბლები

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ველი

7

ველი   დიდ ფართობზე გადაშლილი უტყეო ვაკე, ჩვეულებრივ ბალახიანი, დიდი მინდორი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მცენარე“ / „ამოსვლა“/ „აღმოცენება“ –  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ / „დაბლობი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვეებერთელა

6

ვეებერთელა   ძალიან დიდი, უზარმაზარი, უშველებელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით  სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვედრო

5

ვედრო    წყლის ან სხვა სითხის გადასატანი ან შესანახი ცილინდრული მოყვანილობის ჭურჭელი, სახელურად აქვს ხელის მოსავლები მოძრავი რკალი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია  ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვედრება

5

ვედრება   თხოვნა, ხვეწნა, მუდარა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ერთმანეთზე მიდებულია   ერთმანეთისკენ მიმართული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვახშამი

3

ვახშამი  უკანასკნელი ჯერის პურის ჭამა საღამო ჟამს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საღამო“ ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

 

კატეგორია: