ვალი

8

ვალი   სესხად აღებული ფული, ნისიად წაღებული საქონლის საფასური და სხვა მსგავსი თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი

 

ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითებითს წვერები ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.

 

კატეგორია:

ვალდებულება

7

ვალდებულება    მოვალეობა, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი საჭიროების (ან შინაგანი მოთხოვნილების) მიხედვით აუცილებლად შესასრულებელი რამ

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვაკე

6

ვაკე   დაბლობი, სწორი, გაშლილი, უმთაგორაკო ადგილი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფაროდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, შემდეგ ხელი ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე,

 

კატეგორია:

ვადაგასული

4

ვადაგასული     რის ვადაც გათავდა; რასაც ვადა გაუვიდა, დროგასული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის?“ მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითების წვერები ეხება ცერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასვლა“ ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ, ბოლო ფაზაში ხელისგულები გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვადა

3

ვადა   დროის განსაზღვრული მონაკვეთი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ / „ჩაწერა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი  მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის?“ მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითების წვერები ეხება ცერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ვაგონი

2

ვაგონი   ოთახის მსგავსი ბორბლებიანი საზიდავი, რომელიც რელსებზე მოძრაობს და იხმარება მგზავრთა გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილია თითები, მარჯვენა ხელი მარცხენას წინაა განთავსებული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი სხეულისკენ გადაადგილდება, მარცხენა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვაგზალი

1

ვაგზალი    სადგური

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა გაშლილი თითები ზემოდან ადევს მარცხენა თითებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის  ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: