ვერ

077

ვერ –    უარყოფითი ნაწილაკი; იხმარება ზმნასთან და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ამა თუ იმ მოქმედების შესრულება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ვენა

076

ვენა    სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი ცოცხალი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებიდან მიედინება გულისაკენ

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელის ზედაპირზე მაჯასთან წინ და უკან განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

 

კატეგორია:

ველი

075

ველი   დიდ ფართობზე გადაშლილი უტყეო ვაკე, ჩვეულებრივ ბალახიანი, დიდი მინდორი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მცენარე“ / „ამოსვლა“/ „აღმოცენება“   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ / „დაბლობი“ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვალი

074

ვალი  სესხად აღებული ფული, ნისიად წაღებული საქონლის საფასური და სხვა მსგავსი თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი

 

ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი გაშლილი თითებით ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.

კატეგორია:

ვულკანი

3

ვულკანი  მთა, სადაც მიწის წიაღიდან გავარვარებული გამდნარი ლავა და  გაზები ამოინთხევა, ცეცხლის მფრქვევი მთა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხელი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში  იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოფრქვევა“ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში სახის წინ განთავსებულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვრცელი

2

ვრცელი   ფართო, სიგრძე-სიგანით დიდი,  დიდ სივრცეზე გადაშლილი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით  სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვნება

1

ვნება    გზნება, ძლიერი, თავდავიწყებითი გრძნობა,  უზომო გატაცება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზიდვა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები და ფალანგებში მოხრილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვიწრო

10

ვიწრო  მცირე ფართობის მქონე, გარდიგარდმო მცირე ზომისა, არაგანიერი 

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება ჯერ დაახლოებითი, შემდეგ წინ მიმართული სინქრონული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვიწრო

9

ვიწრო  მცირე ზომისა, მცირე განისა, არაგანიერი 

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები და ერთმანეთს მჭიდროდ ეხება, ორივე ხელით რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ცვლიან პოზიციებს: ჯერ მარჯვენა ხელია ზემოთ განთავსებული, შემდეგ  მარცხენა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვიტამინი

8

ვიტამინი   ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასსრგებლო ნივთიერება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვიღაც

7

ვიღაც     ვინმე, ეს ნაცვალსახელი იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ვისი

6

ვისი      რომელი ადამიანის?  მხოლოდ ადამიანის კუთვნილების კითხვითი ნაცვალსახელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილება” –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვის

5

ვის      რომელ ადამიანს?  მხოლოდ ადამიანის მიმართ იხმარება ეს კითხვითი ნაცვალსახელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვირთხა

4

ვირთხა  ვირთაგვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თაგვი“ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველის კბილები“ –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვიოლინო

3

ვიოლინო  მაღალი ტემბრის მქონე ოთხსიმიანი საკრავი, რომელზედაც უკრავენ ხემით (ქამანით)

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  წინ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: