ვერაგი

5

ვერაგი  – მზაკვარი, მუხანათი, მუხთალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მუხანათობა“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მიჩქმალვა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტს თან ახლავს სათანადო მიმიკა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.