ვერავინ

6

ვერავინ –  ვერც ერთი ვინმე, ვერც ერთი ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ ორჯერ. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.