ვერასდროს

7

ვერასდროს  რაც ვერასოდეს, ვერც ერთ დროს, არასოდეს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “არასოდეს“ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.