ვინც

2

ვინც      რომელი ადამიანიც;  მიმართებითი ნაცვალსახელი, იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ,

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა  თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა, წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვინმე

1

ვინმე      მიმართებითი ნაცვალსახელი, იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ, რომელიმე ადამიანი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორჯერ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვინაობა

10

ვინაობა    ამა თუ იმ ადამიანის წარმოშობა, სადაურობა; რაობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პიროვნება“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვინ

9

ვინ      კითხვითი ნაცვალსახელი, იხმარება მხოლოდ ადამიანის მიმართ

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვირი

8

ვირი  ცხენების ოჯახის გრძელყურებიანი, მოკლე ფაფრიანი შინაური ცხოველი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ყურებთან განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

კატეგორია:

ვითომ

7

ვითომ    აღნიშნავს, რომ რაიმე მოქმედება ან მოვლენა ისეთი არ არის, როგორადაც გვეჩვენება, სინამდვილეში სხვაგვარია

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი და  ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითების წვერებს, ხელი ეხება საფეთქელს, რკალური ტრაექტორიით სრულდება  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ვითარება

6

ვითარება   მდგომარეობა, გარემოება, პირობები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკები და ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვეშაპი

5

ვეშაპი   ზღვის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარა ცხოველი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვეღარ

4

ვეღარ  უკვე ვერ, მეტი ვერ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “არასოდეს“ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერით და საჩვენებელი თითით იკვრება წრე, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვეფხვი

3

ვეფხვი   დიდი მტაცებელი ცხოველი (კატების ოჯახისა); აქვს ჭრელი, ზოლებიანი ტყავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზოლი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა სხეულზე შეხებით: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვეტერინარი

2

ვეტერინარი  ვეტერინარიის სპეციალისტი, საქონლის ექიმი, ბეითალი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა სხეულზე შეხებით: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ექიმი“ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია ქვევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ვერძი

1

ვერძი     მამალი ცხვარი, ყოჩი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ვერსად

10

ვერსად   ვერც ერთ ადგილას, მხარეს, ვერავითარ ადგილას, ვერც ერთგან

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ზევით, შეტყუპებული და მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ხელი ეხება ყელს, სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია ყელისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვერსად

9

ვერსად  ვერც ერთ ადგილას, მხარეს, ვერავითარ ადგილას, ვერც ერთგან

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შოვნა“   მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარცხნივ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“  წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ვერაფერი

8

ვერაფერი  ვერც ერთი რამ, ვერც რამე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არაფერი“ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და კრავს წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია: