გადაღება

გადაღება – ვინმეს ან რაიმეს გამოსახულების აღბეჭდვა აპარატით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით,  ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები ფალანგებში მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გადაფხეკა

გადაფხეკა  – ზედაპირის ღრმად გადაწმენდა-გადასუფთავება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გადაფიქრება

გადაფიქრება  – მოფიქრებულზე, განზრახულზე უარის თქმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ / „ფიქრი“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“ – მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, მარცხენა – ქვევით, თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და … Read more

Categories

გადაფარვა

გადაფარვა  – რამის ზემოდან დაფარვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ქვევით და მარჯვნივაა მიმართული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადაუდებელი

გადაუდებელი –  რისი გადადებაც არ შეიძლება, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ შესასრულებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადადება“ / „გადადგმა“ – ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ / „უარყოფა“ –  წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული … Read more

Categories

გადატრიალება

გადატრიალება  – გადაბრუნება           ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ფართოდ გაშლილი თითები, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. 

Categories

გადატანა

გადატანა –   ერთი ადგილიდან მეორეზე მიტანა, გადაადგილება, ადგილის გამოცვლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია ზედა ფალანგაში მოხრილი საჩვენებელი  თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გადასხმა

გადასხმა  –  1. სითხის ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადაღვრა, ჩასხმა; 2. გადაქცევა, გადაღვრა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ნეკი და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

გადასროლა

გადასროლა –  მოქნევით გადაგდება, გადატყორცნა, გადატანა, გადაქაჩვა   ორნაწილიანი რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შორს“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული ძ-კონფიგურაციით: გაშლილი და ზემოთ აწეულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „გაგზავნა“ – იდაყვში მოხრილი ხელით  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული … Read more

Categories

გადასინჯვა

გადასინჯვა  –  ხელახალი გასინჯვა, გადამოწმება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ,  მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

გადასვლა

გადასვლა  – 1. რაიმეს გადალახვით, გავლით წასვლა, გადავლა; 2. ადგილის გამოცვლა, ახალ ადგილზე წასვლა (საცხოვრებლად, სამუშაოდ, სასწავლებლად…)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია ზედა ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადასახადი

გადასახადი – ფულადი შესატანი, საკანონმდებლო წესით დადგენილი სავალდებულო შესატანი სახელმწიფო ბიუჯეტში საწარმოების თუ მოსახლეობის მიერ   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული,ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება … Read more

Categories

გადასაცემი

გადასაცემი  – 1. მისაცემი, მისაწოდებელი, ჩასაბარებელი 2. მოსათხრობი, შესატყობინებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადარჩენა

გადარჩენა  – დახსნა, გამოხსნა, განთავისუფლება (ხიფათისაგან, ავადმყოფობისაგან და სხვ.)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინაა მიმართული, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ხელისგულები ერთმანეთისკენ და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

გადარჩევა

გადარჩევა  –  1. გარჩევით გამოყოფა, გადაწყობა, გამოკრეფა, 2. ხელახლა არჩევა   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „არჩევა“ – წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ წაწეულია ცერი და საჩვენებელი თითი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მარჯვნივაა მიმართული, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით, საჩვენებელი და ცერი თითები … Read more

Categories