გადარჩევა

10

გადარჩევა    1. გარჩევით გამოყოფა, გადაწყობა, გამოკრეფა, 2. ხელახლა არჩევა

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „არჩევა“ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ წაწეულია ცერი და საჩვენებელი თითი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მარჯვნივაა მიმართული, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში  ხელისგულები ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითები პოზიციას ინაცვლებენ, შუა თითები ზემოთაა წამოწეული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.