გადარქმევა

9

გადარქმევა    რამისთვის ან ვინმესთვის სახელის შეცვლა, სხვა სახელის დარქმევა

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელზე გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, მარჯვენაზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ცერს; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითები პოზიციას ინაცვლებენ, შუა თითები ზემოთაა წამოწეული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.