გაელვება

გაელვება  –  ელვის გაჩენა, ელვის განათება, გაბრწყინება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აწეულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ტეხილი, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories გ

გადნობა

გადნობა –  რამე ნივთიერებისგან თხევადი ფორმის მიღება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories გ

გადგომა

გადგომა  –  იქით, განზე, განცალკევებით დადგომა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხნივ გაწეული ხელები ახლოსაა ერთმანეთთან მიტანილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გადაჯდომა

გადაჯდომა  –  ადგილის ცვლა, ტრანსპორტის ცვლა   ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ხელისგული მიმართულია  ქვევით, გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება  მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გადახურვა

გადახურვა  –  სახურავის დაფარება, სახურავის დადგმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ერთმანეთის მიმართულებით და ბოლო ფაზაში ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება თითების წვერებით. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories გ

გადახრა

გადახრა  – გადაწევა, გადაზნექა, გადაღუნვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული გაშლილი თითებით, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული ზედა ფალანგები ერთად მოხრილი და მარჯვნივ მიმართული თითებით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

გადახედვა

გადახედვა  –  გადათვალიერება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით გადადგილდება, წინ წაწეული მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

გადახდა

გადახდა  –  ანაზღაურება,  საფასურის მიცემა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხენა ხელისგულისკენ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი მარცხენა ხელისგულის ზემოთაა განთავსებული და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories გ

გადახაზვა

გადახაზვა  –  ხაზის გადასმა რამისთვის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, დომინანტი მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარცხენა ხელის მტევანი მარჯვენა იდაყვის ქვეშაა განთავსებული, მარჯვენა ხელი ეშვება ქვევით და მოძრაობს მარცხნივ. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories გ

გადაწყვეტა

გადაწყვეტა  –    დასკვნა, საბოლოო განზრახვის მიღება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გადაწერა

გადაწერა  –   დაწერილის სხვაგან დაწერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories გ

გადაწევა

გადაწევა  –  გადაადგილება, მდებარეობის შეცვლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გადაშენება

გადაშენება  – განადგურება, დაცარიელება, ამოწყვეტა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითააა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

გადაყვანა

გადაყვანა –  ცოცხალი არსების ან მოძრავი საგნის რამეზე გადატარება, გადავლით მიყვანა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარჯვნივ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით და თან მიაქვს მარცხენა ხელი. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories გ

გადაღვრა

გადაღვრა  – გადაქცევა, გადასხმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, თითები მუშტებადაა შეკრული, მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, მარცხენა – ქვევით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ