გადაფიქრება

4

გადაფიქრება  მოფიქრებულზე, განზრახულზე უარის თქმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ / „ფიქრი“ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“ მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, მარცხენა ქვევით, თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხდება პოზიციათა მონაცვლეობა, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, მარცხენა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.