გადასროლა

7

გადასროლა   მოქნევით გადაგდება, გადატყორცნა, გადატანა, გადაქაჩვა

 

ორნაწილიანი რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შორს“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული ძ-კონფიგურაციით: გაშლილი და ზემოთ აწეულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „გაგზავნა“ იდაყვში მოხრილი ხელით  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელის თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და  მკერდის დონეზე.