გადასახადი

3

გადასახადი ფულადი შესატანი, საკანონმდებლო წესით დადგენილი სავალდებულო შესატანი სახელმწიფო ბიუჯეტში საწარმოების თუ მოსახლეობის მიერ

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი

მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული,ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა ხელისგული წინაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.