გადაუდებელი

1

გადაუდებელი   რისი გადადებაც არ შეიძლება, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ შესასრულებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადადება“ / „გადადგმა“ ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ / „უარყოფა“   წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.