განკურნებული

განკურნებული  –  გამოჯანმრთელებული, გაჯანსაღებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განკურნება“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  მარჯვენა ხელი მაჯით ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად  მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; … Read more

Categories

განკურნება

განკურნება  –  გამოჯანმრთელება, გაჯანსაღება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  მარჯვენა ხელი მაჯით ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად  მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განკიცხული

განკიცხული  –  ვინც განკიცხეს, ვისაც უსაყვედურეს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, სრულდება წინ მიმართული, განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ზევით და წინ  გადაადგილდება, მარცხენა – ქვევით და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

განიერი

განიერი  –  ფართო, დიდი სიგანის მქონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

განიარაღებული

განიარაღებული  – უიარაღო, იარაღაყრილი, იარაღჩამორთმეული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „იარაღი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითები მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაყრა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები მოხრილი თითების  წვერების ეხება, სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში … Read more

Categories

განიავება

განიავება –  ჰაერის გაწმენდა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ – ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, მომდევნო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიდის-მოდის“ – წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ … Read more

Categories

განთიადი

განთიადი –  რიჟრაჟი‚ ალიონი‚ ცისკარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დილა“ – წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული  ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება სახეს და ზევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ადრე“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია თავისუფლად, ნიკაპზე … Read more

Categories

განთავისუფლებული

განთავისუფლებული – ვინც (რაც) გაათავისუფლეს ან გათავისუფლდა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოშვება“ – სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერით და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეებს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; ჟესტის … Read more

Categories

განზრახვა

განზრახვა  –   ჩანაფიქრი, გადაწყვეტილება, გეგმა, გაფიქრება, გულში გავლება   ორნაწილიანი ჟესტის  ნაწილია პირველი ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – თავის დონეზე განთავსებული ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი წინ მიმართული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი … Read more

Categories

განზე

განზე   –  გვერდზე, გვერდით, ცოტა იქით, მოშორებით განდგომა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხნივ გაწეული ხელები ახლოსაა ერთმანეთთან მიტანილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური  ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განვლილი

განვლილი იხ. გავლილი გავლილი    გადაადგილებული, გასული. ვინც ან რამაც გაიარა, სვლით ადგილგადანაცვლებული    ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ; ბოლო ფაზაში ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, თითები მიმართულია მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განვითარებული

განვითარებული – უფრო სრულყოფილი, დახვეწილი, წინ წაწეული, პროგრესული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განვითარება“ / „გავრცელება“  – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება … Read more

Categories

განვითარება

განვითარება ერთი მდგომარეობიდან მეორეში (უფრო სრულყოფილში) გადასვლა იხ. გავრცელება, იხ. გამრავლება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განებივრება

განებივრება –  ნებაზე მიშვება, უზრუნველად ყოფნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ცერები ეხება მხრებს და თითები ირხევა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

განგება

განგება     უზენაესი ძალა, ბედისწერა, უზენაესი არსება, ღმერთი.  იხ. ბედისწერა ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედი“ –  ხელისგული მიმართულია სახისკენ ძ-კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ჯვარს წერს შუბლზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაწერა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი თითების წვერებით ეხება … Read more

Categories